Posts

Showing posts from 2018

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო " საახალწლო ტრადიციები" დღევანდელი დღე პროექტის ბოლო დღე იყო, სადაც შევაჯამეთ ამ ცხრა დღის ნასწავლი მთელი მასალა, თუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა შეფასების მიზნით, რა აქტივობებით გავიყვანოთ მოსწავლეები 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე  და ა.შ.  მე ვფიქრობ რომ  მიღებული ცოდნა დამეხმარება უფრო უკეთესად დავგეგმო ჩემი პროექტგაკვეთილი და მოსწავლეებისთვისაც პროექტის კეთების პროცესი უფრო საინტერესო გავხადო, რაც გამოიწვევს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას და რაც მთავარია მათში 21 საუკუნის უნარ ჩვევების   და აზროვნების დონის ამაღლებას.

მერვე დღე

დღეს განვიხილეთ კიდევ ერთხელ საკვანძო კითხვები,რაც დამეხმარა პროექტის დაგეგმვაში,    გავეცანით მე-7 მოდულს თეორიულად,რადგან სინათლე არ  გვქონდა მთელი ტრენინგის განმავლობაში და ვერ შევძელით ტექნოლოგიების გამოყენება.  ვისაუბრეთ ფასილიტაციის ნიმუშზე,რომელიც დამეხმარება ცვლილებები შევიტანო გეგმის შაბლონში და  გავწერო პროცედურები.

მეშვიდე დღე

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის რუბრიკა ეს მოდული დამეხმარა  გამეანალიზებინა  დამოუკიდებელი სწავლების როლი ,რომლითაც ხელს შევუწყობთ მოსწავლეთა დამოუკიდებელნ აზროვნებას და უნარ-ჩვევების რეალიზებას. დიფერენცირებული სწავლება გამაცნო პროექტის სწავლების წიგნმა,კერძოდ,ნიჭიერი მოსწავლეები,სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები,არაქართულენოვანი მოსწავლეები. ვისწავლე დიფერენცირებული სწავლების მიდგომები ჩემი პროექტის ფარგლებში.ცვლილებები შევიტანე პროექტის გეგმის შაბლონში.

მეექვსე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა,თუ რა გავლენას ახდენს მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში, ვისწავლე რუბრიკის შექმნა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის ,რომელიც დამეხმარება მოსწავლის უნარების შეფასებაში. ასევე მოსწავლის ჩეკლისტის შექმნა,რომელიც ეხმარება მოსწავლეებს თვითშეფასებაში.  გავიაზრე შეფასების მიზანი და გავწერე გეგმის შაბლონში.

მეხუთე დღე

ეს მოდელი დამეხმარა დავფიქრებულიყავი თუ როგორ უნდა დავიცვა საავტორო უფლებები ჩემს მიერ მოძიებულ მასალაზე.ასევე თუ როგორ გამოვიყენო შეფასების რუბრიკა მეწყვილის ბლოგზე პროექტის პრეზენტაციის შესაფასებლად და როგორ გავუკეთო განმავითარებელი კომენტარი.ასევე ვისწავლე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა,სადაც აქცენტი კეთდება საკვანძო საკითხებზე და რომელიც დაეხმარება მოსწავლეს იმ ცოდნის მიღებაში,რაც პროექტის გასაკეთებლად სჭირდებათ.მოსწავლის ჩეკლისტი კი მოსწავლეს მოამზადებს პრეზენტაციისთვის,რაც ხელს შეუწყობს მას შეაფასოს საკუთარი ნაშრომი.

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტრატეგიების,მიმართულების მომცემი საკვანძო კითხვების,განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამოდენიმე თვალსაზრისით.ვისწავლე შეფასების ხუთი სტრატეგია, რომელიც დამეხმარება მოსწავლეთა შეფასებაში პროექტის დასაწყისში,მისი მიმდინარეობისას და პროექტის ბოლოს.

მესამე დღე

ამ მოდულით ვისწავლე პროექტის გეგმაზე მუშაობა,სასწავლო მიზნების,მნიშვნელოვანი ცნებების გამოკვეთა ..შეფასების ფორმები,შეფასების რუბრიკა,ზოგადი  შინაასრსობრივი და თემატური კითხვების გააზრება.

მეორე დღე

Image
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში,უშუალოდ პროექტის თემაზე,პროექტის გეგმის,შაბლონის შევსების აქცენტებზე.ამ დღემ მომცა  ცოდნა პუბლიკაციის ნიმუშის გაცნობის დანიშნულებაზე.ვისწავლე ბუკლეტის შექმნა,სფიქინგთუულ პროგრამის გამოყენება იმისთვის,რომ ბლოგზე ავტვირთო სურათი.

პირვეოლი დღე

1.საკუთარი პორტფოლიოს შექმნა 2.ინტელის წიგნის სწავლების სქაფეხურების გაცნობა 3.21 საუკუნის უნარ-ჩვევები მნიშვნელოვანი 1.პორტფოლიოს შექმნა მნიშვნელოვანი ჩემი საქმიანობისთვის 2.არმოჩენა იყო "პროექტებით სწავლების"  სხვისი ნამუშევრების ნახვა