Posts

გაკვეთილის გეგმა მე-5

  გაკვეთილის გეგმა საგანი: რუსული ენა მასწავლებელი: ია ჯანაშვილი კლასი: V დრო: 45წთ. მოსწავლეთა რაოდენობა: 6 . სსსმ მოსწავლე-0 თემა: ჩემი ოჯახი მიზანი: გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ: ტექსტის კითხვას,კითხვებზე პასუხის გაცემას,ოჯახის შესახებ მოკლე ინფორმაციის გადმოცემას,გამოიმუშავებენ საკომუნიკაციო ჩვევების,ურთიერთთანამშრომლობის უნარს და შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარს.     სტანდარტი: IIუცხ.დაწყ.(II)3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრულ თემატიკაზე მარტივი ენით ინტერაქცია და   რამდენიმე წინადადებიანი მონოლოგის წარმოთქმა.            მონაწილეობს მარტივ სიმულაციურ სიტუაციებში ( მაგ .: შეხვედრა , გაცნობა და სხვა );            სათანადოდ რეაგირებს თანამოსაუბრის რეპლიკებზე , კითხვებზე ;            ლაპარაკობს საკუთარ თავზე , ახლობლებზე .            თა

რეფლექსია ვისოცკი

                                                         რეფლექსია     გაკვეთილის მიზანი იყო მეთერტმეტე კლასის მოსწავლეებში თემაზე ,,ვლადიმირ ვისოცკი“   ზეპირმეტყველების უნარის     და მოსმენის უნარის გამომუშავება რუსულ ენაზე.        ვფიქრობ, რომ მოსწავლეებმა მიაღწიეს გეგმით გათვალისწინებულ შედეგს. ყველაზე მეტად კმაყოფილი დავრჩი მოსასმენი სავარჯიშოების შესრულების ეტაპებით,რაგან მოსწავლეებისთვის ძალიან სახალისო აქრივობა გამოვიდა.        გაკვეთილზე   გამოყენებული მქონდა ინდივიდუალური და წყვილებში მუშაობა.   მოსწავლეები   აქტიურად იყვნენ   ჩართულნი გაკვეთილის მსვლელობაში.     მოსწავლეებს   განუვითარდათ შესწავლილი მასალის   აღქმის და უცხო ენაზე გადმოცემის უნარ- ჩვევები.   მე ვთვლი, რომ კარგად გამომივიდა გრამატიკულ სავარჯიშოებზე მუშაობა. გაკვეთილი   წარიმართა გეგმის მიხედვით,არ მომიწია გეგმის მოდიფიცირება გამოყენებული იქნა მრავალფეროვანი რესურსები და აქტივობები. გაკვეთილის მსვლელობის დროს ვინარჩუნებდი   ფასილიტატორის როლს. ხუთივე მოსწავლე იყო ჩართული გაკვეთილის   მსვლელობაში და გაკ

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო " საახალწლო ტრადიციები" დღევანდელი დღე პროექტის ბოლო დღე იყო, სადაც შევაჯამეთ ამ ცხრა დღის ნასწავლი მთელი მასალა, თუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა შეფასების მიზნით, რა აქტივობებით გავიყვანოთ მოსწავლეები 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე  და ა.შ.  მე ვფიქრობ რომ  მიღებული ცოდნა დამეხმარება უფრო უკეთესად დავგეგმო ჩემი პროექტგაკვეთილი და მოსწავლეებისთვისაც პროექტის კეთების პროცესი უფრო საინტერესო გავხადო, რაც გამოიწვევს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას და რაც მთავარია მათში 21 საუკუნის უნარ ჩვევების   და აზროვნების დონის ამაღლებას.

მერვე დღე

დღეს განვიხილეთ კიდევ ერთხელ საკვანძო კითხვები,რაც დამეხმარა პროექტის დაგეგმვაში,    გავეცანით მე-7 მოდულს თეორიულად,რადგან სინათლე არ  გვქონდა მთელი ტრენინგის განმავლობაში და ვერ შევძელით ტექნოლოგიების გამოყენება.  ვისაუბრეთ ფასილიტაციის ნიმუშზე,რომელიც დამეხმარება ცვლილებები შევიტანო გეგმის შაბლონში და  გავწერო პროცედურები.

მეშვიდე დღე

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის რუბრიკა ეს მოდული დამეხმარა  გამეანალიზებინა  დამოუკიდებელი სწავლების როლი ,რომლითაც ხელს შევუწყობთ მოსწავლეთა დამოუკიდებელნ აზროვნებას და უნარ-ჩვევების რეალიზებას. დიფერენცირებული სწავლება გამაცნო პროექტის სწავლების წიგნმა,კერძოდ,ნიჭიერი მოსწავლეები,სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები,არაქართულენოვანი მოსწავლეები. ვისწავლე დიფერენცირებული სწავლების მიდგომები ჩემი პროექტის ფარგლებში.ცვლილებები შევიტანე პროექტის გეგმის შაბლონში.

მეექვსე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა,თუ რა გავლენას ახდენს მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში, ვისწავლე რუბრიკის შექმნა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის ,რომელიც დამეხმარება მოსწავლის უნარების შეფასებაში. ასევე მოსწავლის ჩეკლისტის შექმნა,რომელიც ეხმარება მოსწავლეებს თვითშეფასებაში.  გავიაზრე შეფასების მიზანი და გავწერე გეგმის შაბლონში.

მეხუთე დღე

ეს მოდელი დამეხმარა დავფიქრებულიყავი თუ როგორ უნდა დავიცვა საავტორო უფლებები ჩემს მიერ მოძიებულ მასალაზე.ასევე თუ როგორ გამოვიყენო შეფასების რუბრიკა მეწყვილის ბლოგზე პროექტის პრეზენტაციის შესაფასებლად და როგორ გავუკეთო განმავითარებელი კომენტარი.ასევე ვისწავლე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა,სადაც აქცენტი კეთდება საკვანძო საკითხებზე და რომელიც დაეხმარება მოსწავლეს იმ ცოდნის მიღებაში,რაც პროექტის გასაკეთებლად სჭირდებათ.მოსწავლის ჩეკლისტი კი მოსწავლეს მოამზადებს პრეზენტაციისთვის,რაც ხელს შეუწყობს მას შეაფასოს საკუთარი ნაშრომი.