გაკვეთილის გეგმა მე-5

 

გაკვეთილის გეგმა

საგანი:

რუსული ენა

მასწავლებელი:

ია ჯანაშვილი

კლასი:

V

დრო:

45წთ.

მოსწავლეთა რაოდენობა:

6. სსსმ მოსწავლე-0

თემა:

ჩემი ოჯახი

მიზანი:

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ: ტექსტის კითხვას,კითხვებზე პასუხის გაცემას,ოჯახის შესახებ მოკლე ინფორმაციის გადმოცემას,გამოიმუშავებენ საკომუნიკაციო ჩვევების,ურთიერთთანამშრომლობის უნარს და შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარს.

 

 

სტანდარტი:

IIუცხ.დაწყ.(II)3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრულ თემატიკაზე მარტივი ენით ინტერაქცია და  რამდენიმე წინადადებიანი მონოლოგის წარმოთქმა.

          მონაწილეობს მარტივ სიმულაციურ სიტუაციებში (მაგ.: შეხვედრა, გაცნობა და სხვა);

          სათანადოდ რეაგირებს თანამოსაუბრის რეპლიკებზე, კითხვებზე;

          ლაპარაკობს საკუთარ თავზე, ახლობლებზე.

          თავს უყრის ზეპირი კომუნიკაციის წარმართვისათვის  აუცილებელ რესურსებს (მაგ.: მოდელებს, წინადადებებს, გამოთქმებს, კლიშეებს);

IIუცხ.დაწყ.(II)7. მოსწავლემ უნდა შეძლოს მოდელის  ან კონკრეტული საყრდენების მიხედვით   ნასწავლ თემატიკაზე მცირე მოცულობის ტექსტების შედგენა.

          იცავს  ნასწავლ სინტაქსურ მიმართებებს წინადადების წევრებს შორის (მაგ.,  ათანხმებს არსებით და ზედსართავ სახელებს რიცხვში/სქესში; ათანხმებს ზმნას და არსებით სახელს პირსა და რიცხვში);

 

 

 

წინარე ცოდნა და უნარები:

მოსწავლეებმა იციან რუსულად ოჯახის წევრებთან  დაკავშირებული ლექსიკური მარაგი,მაგ:( мама,папа,дедушка,бабушка,сестра,брат და ა.შ)

შეუძლიათ საკუთარი ოჯახის გენეალოგიური ხის შედგენა და სურათების ქვეშ საკუთარი სახელების მიწერა;

რესურსი:

 

სახელმძღვანელო,პოსტერები,,საწერ-კალამი,დაფა,ცარცი,თაბახის ფურცლები.

 

შეფასება:

განმსაზღვრელი და განმავითარებელი.ყოველი აქტივობის დასრულების შემდეგ გამოვიყენებ განმავითარებელ შეფასებას,ხოლო გაკვეთილის ბოლოს განმსაზღვრელს.

აქტივობა #1

დრო 20 წთ.

 

მიზანი:საორგანიზაციო საკითხების მოგვარება,წინარე ცოდნის შემოწმება.

 

გაკვეთილს ვიწყებ სიის ამოკითხვით,გაკვეთილის მიზნის გაცნობით და შეფასების კრიტერიუმების გაცნობით.(5 წთ)გავლილ მასალას ვამოწმებ  კითხვა -პასუხის სახით (7 წთ)

·         Какая  у тебя семья?

·         Сколько человек в семье?

·         У тебя есть брат.сестра,как его.ее зовут?

·         Сколько детей в вашей семье?

·         У тебя есть бабушка и дедушка?

·         У тебя есть собака(кошка,попугай)

და ტექსტის კითხვით (გვ.67 სავ.10)

 აქტივობა #2

დრო10 წთ

 

მიზანი:მოსმენის უნარის განვითარება მოსწავლეებში

მოსწავლეებს ვასმენინებ ტექსტს  რამოდენიმეჯერ,შემდეგ ასრულებენ მოსასმენ სავარჯიშოს სამუშო რვეულებში(გვ.67 სავ.2)

აქტივობა #3

დრო:10 წთ.

მიზანი::გრამატიკული უნარჩვევების განმტკიცება-გამოყენება

მოსწავლეებს ვუხსნი  პირის ნაცვალსახელებს ბრუნვის დროს

Кто?      Кого?

 

Я-----меня

Ты---тебя

Он---его

Она—ее

ვაძლევ წიგნში შესასრულებელ გრამატიკულ სავარჯიშოს ინდივიდუალურად შესასრულებლად.(გვ.69,სავ.14) განვიხილავთ დაფასთან

აქტივობა #4

დრო:5 წთ

მიზანი:გაკვეთილის შეჯამება.შეფასება

გაკვეთილის ბოლოს ვაჯამებთ ჩატარებულ გაკვეთილს,ვაფასებ 2-3 ბავშვს განმსაზღვრელი შეფასებით და ვაძლევ საშინაო დავალებას წაიკითხონ ტექსტი „Пщдарок маме“

 

 

 

 

 

 

 

შეფასების რუბრიკა

შედეგები

1-4

5-6

7-8

9-10

ჩართულობა

იშვიათად ერთვება საგაკვეთილო პროცეშ

პერიოდულად ერთვება საგაკვეთილო პროცესში

აქტიურია

აქტიური,კონსტრუქციული და პროდუქტიულია

სხვისი აზრების მოსმენა და პატივისცემა

თითქმის არ უსმენს სხვების აზრებს

ყოველთვის არ უსმენს სხვების აზრებს, ან უსმენს და აქვს არაადეკვატური რეაქციებ

უსმენს სხვების აზრებს და ცდილობს იყოს იყოს კორექტული

ყურადღებით ისმენს სხვების აზრებს, აანალიზებს და კორექტულია

აზრის ჩამოყალიბება გამოთქმა

თითქმის არ გამოთქვამს საკუთარ აზრს

იშვიათად გამოთქვამს საკუთარ აზრს

გამოთქვამს საკუთარ აზრს

ყველა საკითხზე აქვს საკუთარი აზრი

ლექსიკური და გრამატიკული სისწორე

ვერ უყრის სიტყვებს თავს,ვერ გადმოსცემს აზრს სწორად

იშვიათად გამოთქვამს აზრს გრამატიკული შეცდომებით

გამოთქვამს აზრს,აქვს რამოდენიმე გრამატიკული შეცდომა

სათქმელს  აყალიბებს გრამატიკული შეცდომების გარეშე

 

Comments

Popular posts from this blog

მეხუთე დღე

მეექვსე დღე

მეშვიდე დღე