რეფლექსია ვისოცკი
რეფლექსია
გაკვეთილის მიზანი იყო მეთერტმეტე კლასის მოსწავლეებში
თემაზე ,,ვლადიმირ ვისოცკი“ ზეპირმეტყველების
უნარის და მოსმენის უნარის გამომუშავება რუსულ ენაზე.
ვფიქრობ, რომ მოსწავლეებმა მიაღწიეს გეგმით
გათვალისწინებულ შედეგს. ყველაზე მეტად კმაყოფილი დავრჩი მოსასმენი სავარჯიშოების შესრულების
ეტაპებით,რაგან მოსწავლეებისთვის ძალიან სახალისო აქრივობა გამოვიდა.
გაკვეთილზე
გამოყენებული მქონდა ინდივიდუალური და წყვილებში მუშაობა. მოსწავლეები
აქტიურად იყვნენ ჩართულნი გაკვეთილის
მსვლელობაში.
მოსწავლეებს
განუვითარდათ შესწავლილი მასალის აღქმის
და უცხო ენაზე გადმოცემის უნარ- ჩვევები. მე
ვთვლი, რომ კარგად გამომივიდა გრამატიკულ სავარჯიშოებზე მუშაობა.
გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით,არ მომიწია გეგმის მოდიფიცირება
გამოყენებული იქნა მრავალფეროვანი რესურსები და აქტივობები. გაკვეთილის მსვლელობის
დროს ვინარჩუნებდი ფასილიტატორის როლს. ხუთივე
მოსწავლე იყო ჩართული გაკვეთილის მსვლელობაში
და გაკვეთილის მსვლელობის დროს ვაკეთებდი უკუკავშირს, ხოლო გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები
შეფასდნენ წინასწარ გაცნობილი შეფასების კრიტერიუმებით.
გაკვეთილის გაანალიზების შემდეგ ვიფიქრე,რომ უკეთესი იქნებოდა თუ მოსწავლეებს უფრო
მეტად ვამუშავებ ზეპირმეტყველების სტრატეგიებზე,რაგან ზოგ მოსწავლეს გაუჭირდა რუსულ
ენაზე სატქმელის გადმოცემა.
Comments
Post a Comment